Green Technology Selector-ის შესახებ

მწვანე ტექნოლოგიების მომწოდებლების დაკავშირება მომავალზე ორიენტირებულ ბიზნეს სექტორთან და სახლის მფლობელებთან

აღნიშნული პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანიკის მიერ (EBRD), ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის დაჩქარებას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების გზების გამარტივებით.

პლატფორმა აკავშირებს პოტენციურ მყიდველებს მწვანე ტექნოლოგიების მომწოდებლებთან. პლატოფრმა წინასწარ იქნა დამტკიცებული EBRD-ის დაფინანსების პროგრამებისთვის pადგილობრივი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით.

მწვანე ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია გრძელვადიანი ფინანსური და გარემოსდაცვითი სარგებლის უზრუნველყოფა, რაც აძლიერებს ბიზნესის სექტორსა და სახლის მფლობელებს .

  • ტექნოლოგიის მყიდველებს აქვთ საშუალება, რომ მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ შესყიდვის გაკეთებისას და მეტი წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე
  • ტექნოლოგიის გამყიდველებს აქვთ საშუალება, რომ გაზარდონ პროდუქციის ხილვადობა ისეთ პოტენციურ მყიდველებს შორის, რომლებიც მზად არიან ინვესტირებისთვის
  • ფინანსურ ინსტიტუციებს აქვთ საშუალება, დაეხმარონ კლიენტებს გახდნენ უფრო მდგრადები ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროს უარყოფითი მოვლენების მიმართ

Green Technology Selector-ი ამჟამად პრომოციას უკეთებს დაახლოებით 39,000 ტექნოლოგიას 2,600-ზე მეტი გამყიდველისგან, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად 15,000 შესყიდვა ხორციელდება.

მყიდველებს შეუძლიათ იმ მწვანე ტექნოლოგიების მომწოდებლების იდენტიფიცირება, რომელთა დაფინანსებაც სურთ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუციებს.

გამყიდველებს შეუძლიათ თავიანთი ტექნოლოგიების უფასოდ რეგისტრაცია და ჰქონდეთ წვდომა ბაზარზე, სადაც ინვესტირებისთვის მზად მყოფ მყიდველებს უკვე აქვთ ფინანსური რესურსი.

ფინანსურ ინსტიტუციებს შეუძლიათ შეამცირონ ტრანზაქციის ხარჯები, ისეთი ტექნოლოგიების დაფინანსებით, რომლებიც უკვე შეესაბამება EBRD-ის დაფინანსების პროგრამების კრიტერიუმებს.


როგორ განისაზღვრება ‘მწვანე ტექნოლოგიები?

Green Technology Selector-ი პრომოციას უკეთებს ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც შეესაბამება EBRD-ის პრინციპებს, პოლიტიკასა და პრაქტიკებს, რაც მოიცავს ბანკის მთლიანობის სტანდარტებს, გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკას და ტექნიკურ სახელმძღვანელოს მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელად.

  • აღნიშნული ტექნოლოგიებით ხდება მნიშვნელოვანწილად კლიმატის ცვლილებების შემსუბუქება, ადაპტაცია და/ან სხვა გარემოსდაცვითი სარგებლის მიღება ზოგად საბაზრო პრაქტიკასთან შედარებით.
  • მინიმალური შესრულების კრიტერიუმები დადგენილია ტექნოლოგიის თითოეული კატეგორიისთვის, ბაზრის მუშაობის და შესაბამისობის ატრიბუტების რეგულარული მიმოხილვის საფუძველზე.
  • გამყიდველები ინარჩუნებენ პროდუქტის განახლებულ დეტალებს თითოეული ტექნოლოგიური პროდუქტისთვის და მოეთხოვებათ დაარეგისტრირონ მათი ტექნოლოგიების ატრიბუტები, რომლებიც შეფასებულია დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით და ფასდება ჩვენი ტექნიკური ექსპერტების მიერ.
  • ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ კრიტერიუმებს, ამოღებული იქნება პროგრამიდან

რას გულისხმობს მაღალი ხარისხის მწვანე ტექნოლოგიები?

მაღალი ხარისხის მწვანე ტექნოლოგიები გულისხმობს, რომ პროდუქტები შეესაბამება EBRD-ის მუშაობის კრიტერიუმებს, რომლებიც დადგენილია შერჩეული ქვეყნისთვის. შესრულების კრიტერიუმები განისაზღვრება ტექნოლოგიის კატეგორიის მიხედვით, თითოეულ ქვეყანაში. კრიტერიუმების თანახმად, სავალდებულოა მუშაობის გაუმჯობესება მინიმუმ 20%-ით ტიპურ შემცვლელი ტექნოლოგიების საბაზისო დონესთან შედარებით, რაც აისახება ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე, მათ შორის ტექნოლოგიურ ხარჯებსა და ბაზრის სიმწიფეზე. უკანასკნელი მხოლოდ ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების უფრო მაღალი ხარისხის სეგმენტის ჩამოყალიბებას.


Green Technology Selector-ი შეიქმნა ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს დაფინანსებით

ეს ვებ-გვერდი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აუცილებლად არ ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

Cofounder by the European Union