რისთვის არის საჭირო რეგისტრაცია?

რატომ დავრეგისტრირდე ?

შემოუერთდით პოტენციური კლიენტებისა და ფინანსური პარტნიორების დიდ

რიცხვს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. Green Technology Selector წარმოადგენს გლობალურ, ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მომწოდებლებსა და მწარმოებლებს დაუკავშირდნენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორს და ბინათმფლობელებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათი მოწყობილობების შეძენაში. .

გაზარდეთ თვენი ბრენდის ცნობადობა მაღალი ხარისხის, საუკეთესო კლასის პროდუქტებით. თქვენს მიერ Green Technology Selector დარეგისტრირებული პროდუქტების, როგორც საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიების, პოპულარიზაცია მოხდება მსოფლიო მასშტაბით, შესაბამისად კლიენტებს ექნებათ შესაბამისი ინტერესი, რომ აირჩიონ ეს კონკრეტული მოწყობილობები. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია უფასოა, ხოლო როგორც კი რეგისტრაციას დაასრულებთ, თქვენი პროდუქტები აიტვირთება ონლაინ ბაზაში და გახდება ხელმისაწვდომი ყველა პოტენციური კლიენტისთვის.

გააფართოვეთ თქვენი გაყიდვების არხები. თითოეული ქვეყნის მწვანე ტექნოლოგიების სარჩევში ჩამოთვლილი პროდუქტები წინასწარ დამტკიცებულია და მათ შესაძენად შესაძლებელია მწვანე დაფინანსების საკრედიტო ხაზის ფარგლებში ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისაგან დაფინანსების მიღება. ეს გამარტივებული პროცესი ხელს უწყობს ტრანზაქციებისათვის საჭირო დროის შემცირებას, რაც განსაკუთრებით ეხება მცირე ზომის ინვესტიციებს, როგორც წესი სამომხმარებლო და SME სექტორში.

Green Technology Selector სისტემა გახდის თქვენს მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიებს უფრო შესამჩნევს პოტენციური დამკვეთებისათვის ადგილებზე და წარმოადგენს ახალ სამარკეტინგო არხს თქვენი ნაკეთობებისთვის. Green Technology Selector სისტემაში წარმოდგენილი ტექნოლოგიების დაფინანსება ხორციელდება სწრაფად, რაც ხელს შეუწყობს ბრუნვის დაჩქარებას თქვენს კომპანიაში.

დარეგისტრირდით ახლა, და ისარგებლეთ ინტეგრირებული, მარტივი სისტემით



ხშირად დასმული კითხვები


რა უპირატესობები აქვთ მიმწოდებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან სიაში Green Technology Selector სისტემაში?

რეგისტრაციის უპირატესობები მიმწოდებლის სახით Green Technology Selector სისტემაში:

  • ახალი ფასიანი არხის გამოჩენა პროდუქციის რეალიზებისთვის ინტერნეტის მეშვეობით, რომელიც არის უფასო თვენთვის და თქვენი დამკვეთებისთვის.
  • სფეროს გაფართოება, რადგან ინფორმაცია თქვენი ნაკეთობებისა და მათი რეალიზების ადგილების შესახებ ხდება ხელმისაწვდომი პოტენციური მყიდველების დიდი რაოდენობისთვის.
  • Green Technology Selector სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ თქვენი ნაკეთობები იქნება მუდმივად შესამჩნევი ყველა პოტენციური მყიდველისთვის.
  • პოზიციონირების შესაძლებლობა როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების წამყვანი მიმწოდებლის თავის კლასში.
  • გამოჩენის შესაძლებლობა კონკურენტთა ფონზე, რომელიც ყიდის ანალოგიურ ტექნოლოგიებს.
  • გაყიდვების, სავაჭრო ნიშნისა და დამკვეთთა რაოდენობის მომატება.
  • სისტემაში დარეგისტრირებულ ტექნოლოგიებს ავტომატურად აქვთ უფლება დაფინანსებაზე ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს.
როგორ ფასდება ნაკეთობების შესაბამისობა?

ყოველ ტექნოლოგიას გააჩნია გარკვეული საბაზო დონე, ეფექტიანობის მინიმალური კოეფიციენტი, და აგრეთვე ხუთამდე ტექნიკური მახასიათებელი. ყველა მათგანი დგინდება გამოცდილების საფუძველზე პროექტების მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფის სფეროში, რომელიც მათ დაგროვებული აქვთ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. სისტემა ადარებს თქვენს მიერ მითითებულ მონაცემებს ნაკეთობის შესახებ ინფორმაციასთან, რომელიც არსებობს სისტემაში, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება ამ ნაკეთობის შესაბამისობის შესახებ. თუ ნაკეთობა შეესაბამება კრიტერიუმებს, ის შემდეგ გადის დამატებით შეფასებას ადგილობრივი ექსპერტების მიერ.

სად არის გამოსახული ჩემი ნაკეთობები?

შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასებული ნაკეთობები გამოისახება ყველა ქვეყნების ეკოლოგიურად სუთა ტექნოლოგიების სიაში, რომლებისათვისაც არის დაცული ეს კრიტერიუმები.

რისთვის უნდა დავარეგისტრირო მაღაზია?

მაღაზიის დარეგისტრირებისას თქვენ წარმოადგენთ საკონტაქტო მონაცემებს (საფოსტო მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, GPS მონაცემებს), რომლებიც ეხმარება მყიდველებს მოიძიონ ეს მაღაზია და იყიდონ კონკრეტული ნაკეთობა თქვენთან, და არა თქვენს კონკურენტთან.

რომელ ქვეყნებში შემიძლია დავარეგისტრირო ჩემი მაღაზიები?

თქვენ შეგილიათ დაარეგისტრიროთ მაღაზიები ყველა ქვეყნებში, რომლებიც არის სიაში.

ეს ვებ-გვერდი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აუცილებლად არ ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

Cofounder by the European Union